Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე 2 ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტას ცდილობს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი სამი ხედირასა და გონსალო იგუაინის კონტრაქტების გაწყვეტაზე მუშაობს.

გონსალო იგუაინი, რომელსაც სეზონში იუვენტუსი 7.5 მილიონ ევროს უხდის, ფორმაშია, თამაში შეუძლია და ტურინელებს მისთვის საკმაოდ მსუყე თანხის გადახდა მოუწევთ, რომ არგენტინელი გუნდიდან გაუშვან. მისი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება.

განსხვავებული სიტუაციაა ხედირასთან დაკავშირებით. 33 წლის ფეხბურთელი დეკემბრიდან ტრავმის გამო ვერ თამაშობს და მისი კომპენსაცია კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში გაცილებით ნაკლები იქნება. იგუაინის მსგავსად, ხედირას კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ის სეზონში 6 მილიონ ევროს იღებს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის დატოვებასთან ახლოს არის, მატია პერინია. მისი შეძენის ფულჰემი ინტერესდება და პარატიჩი იტალიელი კიპერის აგენტს უკვე შეხვდა.

იუვენტუსი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაზე მუშაობს, თუმცა დი მარციოს ინფორმაციის კონკრეტული ჯერჯერობით არაფერია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *