Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვე 3-მცველიან სქემას უბრუნდება?

ანდრეა პირლო იუვენტუსში 3-მცველიან ტაქტიკაზე დაბრუნებას აპირებს და ალექს სანდროსა და დანილოს გადაადგილების მეტი თავისუფლება ექნებათ.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,პირლო ალეგრის და კონტეს სისტემას წარმატებულად მიიჩნევს და გუნდის ძველ სქემაზე გადაყვანას განიხილავს.

მაურიციო სარის 4-3-3 აშკარად არ გაამართლა,განსაკუთრებით უკანა ხაზში,რადგან გუნდმა სერია ა-ში ბოლო წლების ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა და 43 გოლი გაუშვა.

ჯორჯო კიელინის და ლეო ბონუჩის ამ ტაქტიკით თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ,თუმცა იუვეს ახალგაზრდა მცველებს ახალ სქემასთან მისაჩვევათ დრო აუცილებლად დასჭირდებათ…

Gazzetta-ს აზრით,არ არის გამორიცხული,რომ ალექს სანდრო და დანილო ცენტრალურ მცველებათ ვიხილოთ,თუმცა მათ წინ წასვლის საშუალება ექნებათ.

3-მცველიანი სისტემა იტალიაში ძალიან კარგად მუშაობს და ამის მაგალითი ატალანტას, ლაციოს და ინტერის თამაშიდან შეგვიძლია ავიღოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.