Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იურიჩი:“ ბელოტი დამპირდა, ის გუნდში რჩება“

ტორინოს თავკაცმა ივან იურიჩმა განაცხადა, რომ ანდრეა ბელოტი მომდევნო სეზონს ტორინოს რიგებში გაატარებს.

ტოროს კაპიტანს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, გაახანგრძლივებს ის კონტრაქტს, თუ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, თუმცა როგორც ჩანს მინიმუმ ერთი სეზონი ტურინელებს ახალი 9 ძებნა არ მოუწევთ.

„მე და ბელოტიმ უკვე ვისაუბრეთ და ის შემპირდა, რომ ანდრეა მინიმუმ ერთი სეზონი კვლავ ტოროს ღირსებას დაიცავს. ჩვენ წინ მნიშნელოვანი სეზონი გველოდება და ბელოტი გუნდის ლიდერი და კაპიტანი იქნება.“