Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იურიჩმა ბელოტის მომავალზე ისაუბრა…

ტორინოს ახალმა თავკაცმა ივან იურიჩმა რომას და მილანის სატრანსფერო სამიზნის ანდრეა ბელოტის მომავალზე ისაუბრა, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

„ბელოტი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე ძალიან ბევრს შრომობს, მაგრამ მე მას უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მისი თამაში არ მომეწონა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბელოტის გუნდთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება საკუთარ მომავალზე თავად ბელოტის მოუწევს. თუ ის მოვა და მეტყვის, რომ ტორინოში ბედნიერია და დარჩენა სურს, ეს გადაწყვეტილება ჩვენც გაგვახარებს, მაგრამ თუ მას ახალი გამოწვევები სურს, ჩვენ გუნდში ძალით არავის დავტოვებთ.“