Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იცო – ვესინოს ბარტერი იანვარში ?

ტორინოს ცენტრალური მცველი, არმანდო იცო ინტერის სატრანსფერო სიაში უკვე დიდი ხანია იმყოფება და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნერაძური მის სანაცვლოდ ტურინელებს მატიას ვესინოს შესთავაზებს.

ვესინო, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და ის ნოემბრამდე თამაშს ვერ მოახერხებს, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და მის გაყიდვას ინტერი გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც ცდილობდა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მწვრთნელის გეგმებში არც არმანდო იცო შედის და გუნდები უკვე შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე თვეში ერთმანეთს შეხვდებიან და შესაძლო ბარტერს განიხილავენ.