Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კავანიმ იუვენტუსი უარით გაისტუმრა

Sky Sport Italia-ს მტკიცებით, იუვენტუსი ედინსონ კავანის გაფორმებას შეეცადა, რომელიც პსჟ-ს დატოვების შემდეგ ჯერჯერობით უგუნდოდ არის დარჩენილი, თუმცა ურუგვაელმა ნაპოლის სიყვარულის გამო ბიანკონერის უარი უთხრა.

კავანიმ ნაპოლის რიგებში 138 მატჩი ჩაატარა და 104 გოლის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც პსჟ-ში გადავიდა.

33 წლის ფეხბურთელს ბენფიკას, ატლეტიკოს და ინტერსაც უკავშირებენ, თუმცა მის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასის გამო შეთანხმება ჯერჯერობით არ ხერხდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.