Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კავანიმ ნაპოლის გამო იუვენტუსს უარი უთხრა

Calciomercato-ს ინფორმაციით, ედინსონ კავანი შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ბიანკონერის ნომერი პირველი არჩევანი იყო.

ტურინელები მზად იყვნენ, ურუგვაელი ფეხბურთელის მოთხოვნილი ხელფასი დაეკმაყოფილებინათ, თუმცა კავანიმ ნაპოლის გამო იუვე უარით გაისტუმრა.

კავანის ოჯახი კვლავ ნეაპოლში ცხოვრობს და ფეხბურთელი პარტენოპეისთან კონტაქტს ინარჩუნებს, წყაროს ინფორმაციით, ის დე ლაურენტისს შეპირდა, რომ ბიანკონერის წევრი არასოდეს გახდებოდა და სიტყვა აასრულა კიდეც… შეგახსენებთ, რომ კავანი მანჩესტერს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.