Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კავანი:“ ნაპოლის გამო, იუვენტუსს და ინტერს უარი არაერთხელ ვუთხარი“

მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის, ედინსონ კავანის თქმით, მისი გაფორმება არაერთ იტალიურ გრანდს სურდა, თუმცა ნაპოლის გამო არც ერთ მათგანს არ დათანხმდა.

ურუგვაელ ფეხბურთელს ნაპოლის შემადგენლობაში 138 მატჩში 104 გოლი აქვს გატანილი.

„ნაპოლის ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი აქვს, მე მათი მადლიერი ცხოვრების ბოლომდე დავრჩები.

„სწორედ მათ გამო ვუთხარი უარი რამდენიმე იტალიურ გუნდს, მათ შორის იუვენტუსს და ინტერს, რომლებმაც არაერთხელ სცადეს ჩემი გაფორმება.

„მე ნეაპოლიტანელებს ასე ვერ მოვექცეოდი. როდესაც პარტენოპეიში გატარებული პერიოდი მახსენდება, მე მხოლოდ დადებითი ემოციები მიჩნდება.“