Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კავანი შესაძლოა ნაპოლიში დაბრუნდეს

ინტერის და მადრიდის ატლეტიკოს შემდეგ,ედინსონ კავანის გაფორმების სურვილი მისმა ყოფილმა გუნდმა,ნაპოლიმ გამოთქვა.კავანის აგენტმა უკვე განაცხადა,რომ ფეხბურთელი ნებისმიერ შემოთავაზებას განიხილავს.

ურუგვაელი ფეხბურთელის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ის პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.ატლეტიკო მისი გაფორმების ფავორიტია,მას ინტერი უწევს წინააღმდეგობას და ამ დუოს ახლა ნაპოლიც შეუერთდა.

ნაპოლის წარმომადგენლები ‘ელ მატადორის’ აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის გუნდში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავენ.

33 წლის ფეხბურთელი ნაპოლიში 2011-13 წლებში თამაშობდა.მან 138 შეხვედრაში 104 გოლის გატანა მოახერხა და 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ პსჟ-ში გადავიდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.