Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაზემირო იუვენტუსის რადარზე ?

იუვენტუსსა და რეალს შორის წლების განმავლობაში არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა და შესაძლოა ზაფხულში ევროპული ფეხბურთის გრანდებმა კიდევ ერთხელ ითანამშრომლონ.

გამოცემა dondiario-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მადრიდის რეალის ნახევარმცველის კაზემიროს ტრანსფერით ინტერესდება.

გამოცემის მტკიცებით, ბლანკოსის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის ასპარეზობით უკმაყოფილოა და შემადგენლობაში რევოლუციას გეგმავს. ედინ აზარის არც თუ ისე წარმატებული ტრანსფერის შემდეგ, რეალი კილიან მბაპეს და ერლინგ ჰაალანდს უმიზნებს, რომელთა გაფორმებაც იაფი ნამდვილად არ დაჯდება და ამიტომ რეალს ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.

გუნდიდან წასვლის ყველაზე რეალური კანდიდატები რაფაელ ვარანი და კაზემირო იქნებიან და იუვენტუსი ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერზე აუცილებლად იმუშავებს. გამოცემის ინფორმაციით, მისი გაფორმება 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი…