კაიერი:“მილანში თამაში ჩემი ოცნება იყო“

სიმონ კიაერის თქმით,მას მილანში თამაში მთელი ცხოვრება სურდა და ამის გასაკეთებლად წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობდა.

კიაერი სეზონის პირველი ნაწილი ატალანტას ფეხბურთელი იყო,თუმცა იქ ძირითადის მოთამაშედ არ განიხილებოდა,იანვარში კი მილანს შეუერთდა და ალესიო რომანიოლის მეწყვილე გახდა.

„საბედნიეროდ,მუხლი კარგად მაქვს და ყოველდღიურად თავს უკეთესად ვგრძნობ.

„პიოლიმ ძირითად შემადგენლობაში დაყენებით რწმენა შემმატა.მან იცის,რომ მე საკმაოდ გამოცდილი ვარ და თამაშის საშუალებას მაძლევს,სხვა არაფერი მინდა.

„ატალანტაში ყოფნის დროს,გასპერინი თავის გადაწყვეტილებებს ყოველთვის პირდაპირ მეუბნებოდა,რასაც შესაძლოა არ ვეთანხმებოდი,ამის გამო ვაფასებ.


„შემდეგ მილანი გამოჩნდა და ეს ოცნების ასრულება იყო,რომელიც ჩემს გულში და გონებაში წლების მანძილზე იყო.“

კიაერმა ზამთარში მოსულ კიდევ ერთ ფეხბურთელზე,ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც ისაუბრა.

„მასთან ერთად თამაშის დროს ხვდები,თუ როგორ მოახერხა მან ამდენი ტიტულის მოგება.არასოდეს მინახავს ტიტულებზე ასე მოშიებული ადამიანი.ის ჩემპიონია,რომლისთვისაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

კიაერი ხვალ თავის ყოფილ გუნდს,რომას დაუპირისპირდება.

„ჩემი თამაშის დროინდელი და ახლანდელი რომა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.მე ამ ქალაქს და გუნდს დიდ პატივს ვცემ,თუმცა მილანისთვის სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ყველაფერს გავაკეთებ.

„ხვალ მძიმე მატჩი გველის,ცარიელ სტადიონებზე და საშინელ სიცხეში თამაში ადვილი არ არის,თუმცა ჩვენ მზად ვართ“

Leave a Reply

Your email address will not be published.