Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაიო ჟორჟე იუვენტუსს იანვარში დატოვებს

იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბრაზილიელ ახალწვეულს კაიო ჟორჟეს იჯარით გაუშვებს, რომ ახალი ფორვარდისთვის ადგილი გაანთავისუფლოს.

19 წლის ფეხბურთელმა, რომელიც იუვენტუსს სანტოსიდან სეზონის სტარტზე, 1.9 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მოედანზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ 113 წუთი გაატარა და ტურინელები მზად არიან ის პრაქტიკის მისაღებად არენდით სხვა გუნდში გაუშვას.

პარალელურად ტურინელები სასუოლოსთან ჯანლუკა სკამაკას ტრანსფერზე აგრძელებენ მოლაპარაკებებს და იმედი აქვთ, რომ ნეროვერდი იტალიელი ფორვარდის იჯარით გაშვებას დათანხმდება.