Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაირო:“ ბელოტის ტორინოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს“

ტორინოს პრეზიდენტმა ურბანო კაირომ დაადასტურა, რომ ანდრეა ბელოტი ტორინოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

იტალიელ ფორვარდს, რომელსაც გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანს უკავშირებდნენ, ტოროსთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

„ჩვენ მას კონტრაქტი შევთავაზეთ, მაგრამ მას ხელშეკრულების გაფორმება არ სურს.

„ჩვენ მზად ვიყავით, რომ ბელოტისთან მიმართებაში გამონაკლისზე წავსულიყავით და მისთვის გამორჩეული კონტრაქტი შეგვეთავაზებინა, მაგრამ ჩვენ გუნდში დარჩენას ვერავის ვაიძულებთ. ვფიქრობ, რომ მას წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს.“