კაირო:“ იმედი მაქვს, ბელოტი ჩვენთან დარჩება“
ტორინოს პრეზიდენტმა ანდრეა ბელოტის მომავალზე ისაუბრა, რომლის კონტრაქტიც 2022 წელს იწურება და მის სახელს მილანს უკავშირებენ.
„მან ტოროს მაისურით უამრავი გოლი გაიტანა, ის ჩვენი გუნდის ლიდერია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება.
„ვიცი, რომ ვაგნატი (ტორინოს სპორტული დირექტორი) ბელოტის ახალ კონტრაქტზე უკვე მუშაობს და მოლაპარაკებებში ჩართვას მეც ვაპირებ.
„ჩვენ მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გვსურს და არ მესმის, თუ რატომ არ უნდა უნდოდეს ანდრეა ჩვენთან. მან ტორინოში 6 სეზონი გაატარა და მან გუნდისთვის ბევრი გააკეთა, ისევე როგორც გუნდმად ბელოტისთვის.“