Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაირო:“ რომას ბელოტის სანაცვლოდ წინადადებით არ მოუმართვს“

რამდენიმე საათის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომამ ტორინოს ბელოტის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ტოროს პრეზიდენტმა კაირომ ეს ხმები კატეგორიულად უარყო.

„რომას მხრიდან ბელოტის თაობაზე არანაირი წინადადება არ მიგვიღია. იმედი მაქვს, რომ ანდრეას წარმატებული ევროპის ჩემპიონატი ექნება, რის შემდეგაც ის ჩვენთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.“