Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კაისედო:“ სიტყვები არ მყოფნის“

ლაზიოს შემტევმა ფელიპე კაისედომ იუვენტუსთან ბოლო წუთზე გატანილი გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს გოლი ლაციოს ყველა გულშემატკივარს და ფეხბურთელს ეკუთვნის, ყველაზე დიდი მადლობა კი კორეირას ეკუთვნის, რომელმაც ეს გოლი შექმნა.

„ჩვენ შეტევას განვაგრძობდით, რადგან ვიცოდით, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ახლა სიტყვები არ მყოფნის.

„გოლამდე ორი კარგი მომენტი გავაფუჭე, რადგან მოედანი იდეალურ მდგომარეობაში არ არის, თუმცა საბოლოოდ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო. იუვენტუსმა ბოლო 20 წუთი არ ითამაშა.“

ლაციოს კორონა ვირუსი გამო ჩირო იმობილე, ტომას სტრაკოშა და ლუკას ლეივა ვერ ეხმარებოდა.

„ჩიროსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემთან და გუნდთან ყოველთვის ახლოს არის. მისი ყოფნა გუნდს დღეს ძალიან დააკლდა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ის და სხვა დანარჩენებიც ძალიან მალე დაგვიბრუნდებიან.

„ასეთი კონცენტრაციით, ჩვენ ყველა წინაღობის გადალახვას შევძლებთ.“