Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალაბრიამ კიდევ ერთი ტრავმა მიიღო…

მილანის ვიცე-კაპიტანმა დავიდე კალაბრიამ იტალიის ნაკრებში ვარჯიშის დროს დაზიანება მიიღო და მილანში ნაადრევად დაბრუნდა, რომ სარეაბილიტაციო პროცესი დაეწყო და მოედანს მოკლე დროში დაბრუნებოდა, თუმცა იტალიური წყაროების ცნობით, მან კიდევ ერთი დაზიანება მიიღო.

Corriere della Sera-ს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელს კუნთის საშუალო დონის გაჭიმულობა დაუდგინდა, რის გამოც ის დაახლოებით 1 თვე ვერ ითამაშებს, რა დროსაც იტალიელ ფეხბურთელს 5-6 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

წყაროს ცნობით, დავიდე მოედანს ნაპოლისთან ან ემპოლისთან მატჩში დაუბრუნდება, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი თარიღის თქმა შეუძლებელია.