Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალაბრიამ მილანის პირველი წინადადება უარით გაისტუმრა

მილანი და დავიდე კალაბრია ახალი კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და Calciomercato-ს ინფორმაციით, 24 წლის უკანახაზელმა მილანის პირველ წინადადებაზე უარი თქვა.

კალაბრიას მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და როსონერი მზად იყო მისთვის ხელშეკრულება 2026 წლამდე გაეხანგრძლივებინა და ხელფასი 2 მილიონამდე გაეზარდა, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა ხელფასის გაზრდა 2.5 მილიონამდე მოისურვა.

კალაბრიამ მილანში დარჩენის სურვილი არაერთხელ დააფიქსირა, ამიტომ როსონერის მასთან შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეს. მხარეებს შორის ახალი შეხვედრა მომდევნო კვირას ჩაინიშნა, სადაც მალდინი კალაბრიას გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს.