Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კალაბრიას მილანთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა

მილანის უკანახაზელს, დავიდე კალაბრიას გუნდში დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდეა ძალაში და ფეხბურთელი მზად არის, გუნდთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით გაახანგრძლივოს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელს იმდენად სურს მილანში დარჩენა, რომ ის ხელფასის გაზრდას არ ითხოვს და მზად არის, სეზონში 2 მილიონი ევროთი დაკმაყოფილდეს.