Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალაბრიას შემდეგ, მილანი კიაერის კონტრაქტს აგვარებს…

მილანმა რამდენიმე საათის წინ დავიდე კალაბრიასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივა და მომენტალურად შემდეგი ფეხბურთელის სიმონ კიაერის ხელშეკრულებაზე გადაერთ, რომლის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.

დანიელმა ფეხბურთელმა მილანში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, თავისი ლიდერის თვისებები და პროფესიონალიზმი ნაკრებშიც გამოავლინა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა, ამიტომ როსონერის ფეხბურთელის დაკარგვა არ სურს.

MilanNews-ის ინფორმაციით, მალდინი და სიმონ კიაერის აგენტი ხშირ კონტაქტზე არიან და ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე, რომელმაც გუნდში დარჩენის სურვილ იარაერთხელ გამოთქვა, როსონერის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება არ გაუჭირდება.