Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალაბრია:“ იტალიაში მილანზე ძლიერი გუნდი არ არსებობს“

დავიდე კალაბრიამ DAZN-თან ატალანტასთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი აზრით როსოენრი იტალიაში უძლიერესი გუნდია.

„სერია ა ძალიან დაბალანსებული და საინტერესო ჩემპიონატი გახდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მილანზე ძლიერი გუნდი არც ერთი არ არის. ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით და მის გამოყენებასაც ეფექტურად ვახერხებთ.

„რა თქმა უნდა, გარკვეულ მატჩებში თამაშის ბედს ერთი ეპიზოდი წყვეტს, მაგრამ საერთო ჯამში მილანი იტალიაში უძლიერესია.

„პიოლი ? ის თითეულ ჩვენგანს თავდაჯერებულობას სძენს. მას ძალიან კარგი და მარტივი იდეები აქვს, რომელიც ჩვენ პოტენციალის გამოვლენაში გვეხმარეა. ჩვენ ძალიან კარგი რითმი გვაქვს ნაპოვნი და საჭირო ინტენსიობით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.

„მე შეტევაში კიდევ უნდა მოვუმატო და ეს კარგად ვიცი, თუმცა ამ ასპექტზე დაუღალავად ვმუშაობ და ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა მწვრთნელის მოთხოვნებს უკეთესად ვასრულებ.“