Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კალაბრია:“ მალდინი ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო“

კალაბრიამ კობი ბრაიანტზე, მილანის წარმატებულ სვლაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვიერის, კასანოს და ადანის კომპლიმენტები ? მე მათი სიტყვები არ მომისმენია, თუმცა ამის შესახებ გავიგე და ძალინ მესიამოვნა, ისინი დიდებული ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა მე ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვარ და სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს.“

როგორ ხედავთ თქვენს როლს გუნდში ?

„ჩემი აზრით, გუარდიოლას ბარსელონამ ფეხბურთის განვითარება გამოიწვია. ტაქტიკები კვლავ აქტუალურია, თუმცა ფეხბურთელი ერთი კონკრეტული პოზიციით არ უნდა შემოიფარგლოს. დღეს მცველსაც კი მართებს, რომ გუნდს შეტევაში დაეხმაროს და პირიქით. ფეხბურთი უფრო სწრაფი და ათლეტური გახდა.“

ყველაზე ძლიერი მეტოქეები ?

„სერია ა-ში ძალიან ბევრი ძლიერი გუნდია, რაც სატურნირო ცხრილითაც დასტურდება. ერთმა მატჩმაც კი ლიდერებში შესაძლოა დიდი ცვლილებები გამოიწვიოს. ინდივიდუალურად კი ერთი რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება, სერია ა დიდი ჩემპიონებით დატვირთული ჩემპიონატია.“

მილანის საიდუმლო ?

„ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ, სადაც ერთიანობის სული სუფევს და თითოეული ჩვენგანი მზად არის, რომ გარკვეული მსხვერპლი გუნდისთვის გაიღოს. ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია შესანიშნავად ვთამაშობთ და ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის, აქ ყველას სურს, რომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს. ჩვენ ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ და წინ ბევრი სამუშაო გველოდება.

„ყოველ კვირას ფურცელი გადაბრუნდება და შენ მომდვენო მატჩზე უნდა გააკეთო კონცენტრაცია. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც შრომის შედეგს ხედავ, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.“

რას ფიქრობთ ტომორის შესახებ ?

„მე მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ის კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია, რომელიც დიდებული გუნდიდან შემოგვიერთდა. ტომორი ძალიან აგრესიული ფეხბურთელია, რაც ჩვენი თამაშის სტილს ზუსტად შეეფერება. მან ბოლონიასთან ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.“

ფეხბურთელი, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო იყო ?

„მე მილანში გავიზარდე და აქ იყო მალდინი… როგორც ფეხბურთელი მე კონკრეტული კუმირი არ მყოლია, რადგან ჩემი აზრით ყველა უნიკალურია, როგორც ადამიანი კი მალდინი ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. როგორც მილანის გულშემატკივარი მე მას ყოველთვის თვალს ვადევნებდი.“

რას აკეთებთ მატჩამდე ყურადღების მოსაკრებად ?

„მე ჩემს პლეილისტს ვუსმენ, სადაც ძალიან ბევრი ჟანრის მუსიკაა და ამავედროს მატჩის განვითარების სცენარებს წარმოვიდგენ.“

კობი ბრაიანტი…

„მისმა გარდაცვალებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. მე მის ვიდეოებს 2-3 დღის განმავლობაში ვუყურებდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი.

„კობი ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო და ‘Mamba Mentality’-ს გამოყენება და მისნაირი მონდომებით ვარჯიში ჩემთვის შთაგონების წყარო გახდა.

„მე ემოციური ადამიანი არ ვარ, მაგრამ ამ ტრაგედიამ ძალიან იმოქმედა.“