Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კალაბრია:“ მზად ვარ, მწვრთნელის ნებისმიერი მითითება შევასრულო“

გუშინდელ მატჩსი იუვენტუსის წინააღმდეგ დავიდე კალაბრიამ, რომელიც მარჯვენა უკანახაზელი გახლავთ, გუნდში არსებული საკადრო პრობლემების გამო თავისთვის უჩვეულო, ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა და მილანის ერთადერთი გოლის ავტორიც გახდა.

„ამ პოზიციაზე ძალიან დიდი ხანია არ მითამაშია, მაგრამ მწვრთნელმა ვარჯიშებზე მაჩვენა, თუ როგორ უნდა მემოძრავა მოედანზე.

„ჩემი დავალება იყო, რომ აარონ რემსი და კრიშტიანუ რონალდუ შემეზღუდა, რაც კესის უფრო მეტად წინ წასვლის თავისუფლებას მისცემდა. მე მზად ვარ, მწვრთნელის ნებისმიერი დავალება შევასრულო, რაც გუნდს დაეხმარება.

„ძალიან რთული მატჩი გამოვიდა და ამაყი ვარ იმ თამაშით, რაც ჩვენ ვაჩვენეთ. იუვენტუსი ძალიან ძლიერი გუნდია და ამაზე საუბარიც არ ღირს, იმ დანაკლისის ფონზე კი, რაც ჩვენ გვქონდა, მილანმა შესანიშნავად ითამაშა და ამ შეხვედრიდან ბევრი პოზიტივის დანახვა შეგვიძლია.“

საკმაოდ ბევრი ადამიანის აზრით, გულშემატკივრების არყოფნამ 2020 წელს მილანს სირთულეების გადალახვაში დაეხმარა.

„მარტივი ნამდვილად არ არის, როდესაც გადავსებული სან სირო ძალიან ხმაურობს და შესაძლოა დასაწყისში ამან ჩვენზე კარგად იმოქმედა, თუმცა შემდეგ გულშემატკივრები ძალიან დაგვაკლდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ისინი დამატებით ენერგიას მოგვცემდნენ, რომ თამაშში დავბრუნებულიყავით.

„იმედი მაქვს, რომ ვაქცინაციის პროცესი მალე დამთავრდება და გულშემატკივრები დაგვიბრუნდებიან.“