Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალაბრია:“ მილანის მაისური ჩემი სხეულის განუყოფელი ნაწილია“

მილანის უკანახაზელმა დავიდე კალაბრიამ როსონერისთან კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ Milan TV-სთან კომენტარი გააკეთა.

„მილანის მაისური ჩემთვის სხეულის ნაწილია, როსონერი ჩემი მეორე ოჯახია, სადაც უკვე 15 წელი გავატარე და სადაც გავიზარდე. მე აქ უამარვი ემოცია განვიცადე და ბედნიერი ვარ, რომ თავგადასავალს ერთად გავაგრძელებთ.

„მილანში გატარებული თითოეული წუთი ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პრობლემა არასოდეს გვქონია. ერთი სული მაქვს, თუ როდის დაიწყება სეზონი და როდის გავაგრძელებთ მილანის მწვერვალზე დაბრუნებისთვის ბრძოლას.

„პანდემიის გამო ჩვენ საკმაოდ უცნაურ სიტაუციაში გვიწევდა მუშაობა, თუმცა შესაძლოა პანდემიამ ჩვენ უფრო დაგვაახლოვა და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

„ჩემპიონთა ლიგაზე მილანის მაისურით თამაში ჩემი ოცნება იყო და ეს ძალიან მალე ამიხდება, ახლა კი ჩვენ ახალი მიზნები უნდა დავისახოთ და იმედი მაქვს, რომ სან სიროზე ქომაგებს არაერთ დაუვიწყარ მომენტს ვაჩუქებთ.

„ქომაგები ? მათ გვერდში დგომას ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდით, განსაკუთრებით რთულ მომენტებში, როდესაც ჩვენ გარკვეული პრობლემები გვქონდა და გუნდმა ქულების დაკარგვა დაიწყო. იმედი მაქვს მომდევნო სეზონიდან მათ ხილვას სტადიონზე მოვახერხებთ.“