Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კალაბრია:“ მილანმა ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს“

დიავოლოს 23 წლის მაჯრვენა უკანახაზელმა, დავიდე კალაბრიამ MilanTV-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ყველაფერი, რაც ხელს მიშლიდა, რომ ფეხბურთზე მაქსიმალურად ვყოფილიყავი კონცენტრირებული, უკან მოვიტოვე და ეს ჩემს თამაშსაც დაეტყო.

„პიოლიმ ნდობა გამომიცხადა და ნება დამრთო, რომ შეტევაში უფრო აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული, რამაც აშკარად გაამართლა.

„გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია, თუმცა ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ და განვითარება უნდა განვაგრძოთ.

„მილანს ძალიან ძლიერი ინდივიდუალები ჰყავს, თუმცა თამაშს გუნდები იგებენ და არა კონკრეტული მოთამაშეები, ამიტომ ჩვენ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის იმედზე ვერ ვიქნებით და ყოველთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

„ბოდო/გლიმტთან ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება. ევროპაში მარტივი მატჩები არ არსებობს. ისტორიას თუ გადავხედავთ, ბევრი გრანდს, განსაკუთრებით იტალიურს, შედარებით პატარა გუნდებთან ყოველთვის უჭირთ, ამიტომ კონცენტრაციის დაკარგვა შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს, თუმცა ისეთ გუნდს, როგორიც მილანია, შიში არ უნდა ეტყობოდეს და ჩვენ ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.“