კალაბრია მილანს დატოვებს

როსონერის უკანახაზელი დავიდე კალაბრია მილანის რიგებს უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

ფეხბურთელი და მისი აგენტი დღეს დილით მილანის მთავარ ოფისში შენიშნეს და გავრცელებული ინფორმაციით,მხარეებმა ფეხბურთელის მომავალი განიხილეს.

მისი წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება,მილანი ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ აფასებს.

კალაბრია გუნდის აკადემიის აღზრდილია.ის მილანის მთავარი გუნდის წევრი 2015 წლიდან არის და 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წელს იწურება.

Calciomercato-ს ცნობით,მისი შეძენა ბოლონიას,ფიორენტინას და სევილიას სურთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.