Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალაბრია მილანში 2025 წლამდე

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანმა დავიდე კალაბრიას ახალი კონტრაქტი გაუმზადა და უახლოეს კვირეებში შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს.

კალაბრია მილანში სტეფანო პიოლის მისვლამდე არც თუ ისე წარმატებულად ასპარეზობდა და მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ხშირად საუბრობდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში ის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, რითიც ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.

კალაბრიას მიმდინარე ხელშეკრულება მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, ახალი კონტრაქტის მიხედვით კი ის გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხელფასი კი 1.1 მილიონიდან 1.6 მილიონამდე გაეზრდება.

გათიშვა