Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალაბრია:“ ჩემი კონტრაქტი ? მილანის რიგებში ტიტულების მოგება მსურს…“

დავიდე კალაბრიას მილანთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა იტალიელი უკანახაზელის თქმით, ახალ ხელშეკრულებაზე არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

„კონტრაქტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იქნება. მე მილანში გავიზარდე და კაცი გავხდი. მე აქ დარჩენა და როსონერის მაისურით, რომელიც ძალიან მნიშნელოვანი და მძიმე, თუმცა ამავდროულად საამაყოა, ტიტულები მოვიგო.

„დონარუმა ? მან გადაწყვეტილება საკუთარ მომავალზე თავადვე მიიღო, მე არავის ვაკრიტიკებ.მე მხოლოდ მილანზე ვფიქრობ, სხვა არაფერი მაინტერესებს.“