Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალაფიორი რომას იანვარში დატოვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას უკანახაზელი რიკარდო კალაფიორი დიდი ალბათობით ჯალოროსის რიგებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

19 წლის რომას აკადემიის აღზრდილი არც თუ ისე დიდ სათამაშო დროს იღებს და Tuttomercato-ს ინფორმაციით, ჯალოროსი მზად არის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გაუშვას.

წყაროს ცნობით, მისი 6-თვიანი არენდით აყვანის სურვილი კალიარიმ გამოთქვა და სავარაუდოდ ახალგაზრდა მარცხენა მცველი სწორედ სარდინიელთა რიგებს შეუერთდება.