Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კალეხონი:“ რიბერისთან ერთად მოედანზე ძალიან გავერთობი“

ხოსე კალეხონმა ფიორენტინაში მისი ოფიციალური წარდგენის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მზად ვარ, რომ ფიორენტინას ბევრი რამ მივცე. აქ გამარჯვების უდიდესი სურვილით მოვედი. მე შრომისმოყვარე ფეხბურთელი ვარ და გუნდისთვის და თანაგუნდელებისთვის მსხვერპლზე წასვლასაც არ მოვერიდები.

„ფიორენტინას გარდა, ბევრი წინადადება მქონდა, თუმცა იები ყოველთვის ძალიან მომწონდა. მწვრთნელთან და სპორტულ დირექტორთან ვისაუბრე და მათ ჩემი დარწმუნება მოახერხეს. იტალიაში დარჩენა მსურდა და ფიორენტინა საუკეთესო ვარიანტი იყო.

„ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს, ამ კვირას ბევრი ვიმუშავე და კარგ ფორმაში ვარ. იმედი მაქვს, მომდევნო ტურში თამაშის საშუალება მომეცემა.

„გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების მიქსი წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. კასტროვილის შეუძლია, რომ უმაღლესი დონის მოთამაშე გახდეს, თუმცა ახალგაზრდებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მათ ზედმეტი წნეხი არ იგრძნონ.

„5-ნახევარმცველიან სქემაში არასოდეს მითამაშია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტაქტიკას მალე შევეწყობი. ბენიტესიდან დაწყებული გატუზოთი დამთავრებული ყველას უპრობლემოდ ვერგებოდი და არ მგონია, რომ ახლა რამე პრობლემა შემექნას.“

ესპანელმა ფეხბურთელმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ფიორენტინაში კიეზა შეცვალა, რომელიც თავის მხრივ იუვენტუსში გადავიდა.

„აქ არავის შესაცვლელად არ ვარ, მე სულ სხვა მოთამაშე ვარ და მსურს, რომ ფიორენტინასთან ერთად წარმატებებს მივაღწიო.

„ნეაპოლში დიდი ხანი ვიცხოვრე და ბევრი გოლიც გავიტანე, აქ იგივე სურვილებით მოვედი, გავაკეთო საგოლე გადაცემები და გავიტანო გოლები.

„ნაპოლისთან ერთად 7 შესანიშნავი წელი გავატარე და ეს გუნდი და ქალაქი ყოველთვის მეყვარება, თუმცა დრო იყო, რომ ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა. რა თქმა უნდა, გუნდის გამოცვლა ყოველთვის რთულია, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი დრო ნეაპოლში ამოიწურა.

„რიბერი ? მას უკვე ვესაუბრე და დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე ერთად კარგ დროს გავატარებთ და ბევრ გოლსაც გავიტანთ.

„ერთადერთი, რაც მსურს, ეს სკუდეტოს მოგებაა. ნეაპოლში მიზანთან ახლოს ვიყავით და იმედი მაქვს, რომ შანსი ფიორენტინაშიც მომეცემა.“