Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კალეხონი ფლორენციაშია

ხოსე კალეხონი რამდენიმე წუთის წინ ფლორენციაში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ფიორენტინას შეუერთდება.

33 წლის ფეხბურთელი კიეზას შეცვლის, რომელიც თავის მხრივ იუვენტუსში გადადის.

„ ფიორენტინა ძალიან მომწონს, ფლორენცია კი ულამაზესი ქალაქია. ნაპოლის შემდეგ, ჩემი ოჯახისთვის მნიშნველოვანი იყო, რომ იტალიაში დავრჩენილიყავით. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებს თავს მოკლე დროში შევაყვარებ.“