Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კალეხონმა ნაპოლი დატოვა

ნაპოლიში გატარებული 7 სეზონის შემდეგ,33 წლის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და პარტენოპეი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

კალეხონმა ნაპოლის რიგებში 349 შეხვედრა ჩაატარა,82 გოლი გაიტანა და 78 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ლორენცო ინსინიე ყოფილ თანაგუნდელს ინსტაგრამის მეშვეობით გამოემშვიდობა.

„ძვირფასო ხოსე,სამწუხაროდ დღეს ჩვენი გზები გაიყო.ამ წლების შენთან ერთად გატარება და ერთი მიზნისთვის ბრძოლა ჩემთვის პატივი იყო.

„მე ბედნიერი ვარ,რომ მხვდა წილად პატივი შენნაირი ადამიანი გამეცნო.შესანიშნავი ფეხბურთელი და გამორჩეული პროფესიონალი.შენთან ერთად დროის გატარება ძალიან მომენატრება და გასახდელში შენ მთელს გუნდს ძალიან დააკლდები.

„შენ და შენს შესანიშნავ ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.“

კალეხონი ბარსელონასთან მატჩის შემდეგ იტალიაში არ დაბრუნებულა,ის ესპანეთში დარჩა.

Leave a Reply

Your email address will not be published.