Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალიარიმ ინტერს ნანდესის ფასი შეუთვალა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა კალიარის ნაიტან ნანდესისგან ტრანსფერზე მწვანე შუქი მიიღო, თუმცა უმთავრესი პრობლემა ფეხბურთელის ღირებულება რჩება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გუშინ ფეხბურთელის აგენტი ბეპე მაროტას და პიერო აუსილიოს ესაუბრა და დაუდასტურა, რომ მის კლიენტს კარიერის გაგრძელება ინტერის რიგებში სურს.

თუმცა წყაროს ინფორმაციით, კალიარი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს და 25 წლის ურუგვაელის სანაცვლოდ 36 მილიონს ითხოვს, სწორედ იმ თანხას, რომელიც მის კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტად არის მითითებული.

ინტერსა და კალიარის შორის კიდევ ერთი შეხვედრა მომდევნო კვირას არის ჩანიშნული და ნერაძური ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების შემცირებას რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვით გეგმავს, მაგრამ კალიარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.