Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალიარის მილანის 2 ფეხბურთელის გაფორმება სურს

დღეს კალიარის სპორტული დირექტორი სტეფანო კაპოძუკა Casa Milan-ს ეწვია და იტალიური წყაროების ინფორმაციით, მხარეებმა ორი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, სარდინიელებს მილანიდან ტომაზო პობეგას იჯარით, ხოლო ანდრეა კონტის საბოლოოდ გაფორმება სურთ.

წყაროს ინფორმაციით, კონტი კალიარიში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ის სარდინიელებისგან 4-წლიან კონტრაქტს ითხოვს და ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა კალიარი ფეხბურთელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.