Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალიარის სპორტული დირექტორი:“ ინტერმა ნანდესის თაობაზე მოგვმართა…“

კალიარის სპორტულმა დირექტორმა სტეფანო კაპოზუკამ დაადასტურა, რომ ნერაძური ნაიტან ნანდესის ტრანსფერით ინტერესდება და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი რაჯა ნაინგოლანის შენარჩუნებას მოახერხებს.

„ნანდესი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო და მისი დაკარგვა არ გვინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ტოპ გუნდს იმსახურებს.

„ლიდსს მის შესახებ წინადადებით არ მიუმართავს, ამ ეტაპზე ნანდესის ტრანსფერზე ინტერი აქტიურობს, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულზე საუბარი ადრეა.

„ნაინგოლანი ? ის უკვე ვარჯიშობს და მომდევნო სეზონისთვის ემზადება. რაჯა შესანიშნავი ფეხბურთელია და იმედი გვაქვს, რომ 22 აგვისტოსთვის ის ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი იქნება.“