Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კალიარი გოდინის და ფაციოს იფორმებს?

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, კალიარი ინტერის დიეგო გოდინს და რომას ფედერიკო ფაციოს ტრანსფერთან ძალიან ახლოს არის.

კალიარი ფაციოს ტრანსფერზე რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა დიეგო გოდინის სახელმა პირველად გაიჟღერა…

გოდინი ინტერს გასული სეზონის სტარტზე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე ნახევარში სასტარტოს ფეხბურთელად მოიაზრებოდა,  კონტე მას მომავალ სეზონში ძირითადი თერთმეტეულის წევრად არ განიხილავს და მისი ხელფასის დაზოგვის მიზნით ინტერს გოდინის გაშვება სურს.

გოდინი ფრანგულ რენსაც სურდა, თუმცა როგორც ჩანს კალიარიმ კონკურენტი დაამარცხა და მომავალი სეზონისთვის დაცვის ხაზში მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

ფაციო კი კალიარის 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება, 33 წლის არგენტინელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას გაივლის.

Leave a Reply

Your email address will not be published.