Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალინიჩი ლაციოს რიგებს უახლოვდება

ლაციო ახალი ფორვარდის ძიებას განაგრძობს, რომელიც ვედატ მურიქის შემცვლელი უნდა გახდეს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო არწივები მხოლოდ იაფიან ვარიანტებს განიხილავენ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ვერონას ფორვარდის ნიკოლა კალინიჩის აგენტმა მისი კლიენტის სამსახური ლაციოს უკვე შესთავაზა.

33 წლის ფეხბურთელს ვერონასთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ ხორვატი ფორვარდის დამატება ლაციოს საკმაოდ ხელსაყრელი თანხის სანაცვლოდ შეეძლება.