Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კალულუმ სეზონის მიზნებზე, იბრაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა

პიერ კალულუ, რომელიც 10 დეკემბრამდე სათამაშო დროს საერთოდ არ იღებდა და ყველა მის იჯარით გაშვებას ელოდებოდა, გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელების მომრავლების გამო შანსი მიიღო, მოკლე დროში 4 მატჩი ჩაატარა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ფეხბურთელმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეძლო თამაში, რაც ფლანგის მცველისთვის არც თუ ისე ადვილი გასაკეთებელია.

კალულუმ Sport Mediaset-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემთვის ფლანგის და ცენტრალური მცველის პოზიცია ერთია, რადგან ლიონში ორივე როლის შეთავსება მიწევდა, ნაკრებში კი უფრო მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობდი, ამიტომ დაცვის ხაზში თითქმის ყველგან შემიძლია თამაში. რა მირჩევნია მე ? ჩემთვის მთავარია, რომ მოედანზე ვიყო…

„იბრა ? მე მის კარიერას თვალს მთელი ცხოვრებაა ვადევნებ. იბრა ყველა ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითია.

„სეზონის მიზნები ? კარგი იქნება, თუ სეზონის ბოლოს რომელიმე ტიტულის მოგებას მოვახერხებთ, მაგრამ მწვრთნელი ყოველდღე გვახსენებს, რომ ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება და თუ ტიტულის მოპოვება გვსურს, ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს.“