Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალულუ:“ ვგრძნობ, რომ მილანში საგრძნობლად განვვითარდი“

მილანის ახალგაზრდა უკანახაზელმა პიერ კალულუმ როსონერის ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

„მიმდინარე სეზონი ? ამ სეზონში თავს უფრო ძლიერ ფეხბურთელად ვგრძნობ, რადგან უფრო მეტი თამაშის საშუალება მაქვს, გამოცდილებას ვიღებ და ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება. მილანში გადმოსვლის შემდეგ ძალიან განვვითარდი, მაგრამ ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის. მე ვიცი, რომ სწორ გზაზე ვარ, თუმცა წინ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს.

„კიაერი ? ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ კიაერის გამო ამ სეზონში სასურველ შედეგებს მივაღწიოთ, მან ჩვენი გვერდში დგომა დაიმსახურა და ჩვენ ამაზე კარგის გაკეთება, რომ სეზონი წარმატებულად დავასრულოთ, არ შეგვიძლია.“