Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალულუ:“ პიოლის და თანაგუნდელების დახმარებით, ადაპტაცია გამიადვილდა“

მილანის ახალგაზრდა უკანახაზელმა პიერ კალულუმ Milan TV-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემთვის, როგორც მცველისთვის, მთავარი მიზანი მოედანზე დაცვაში საიმედო თამაშია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გუნდს გოლებითაც დავეხმარები.

„მე ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ ჩემი თამაში გაუმჯობესდეს და როდესაც შენ ასეთ დონეზე, ასეთ ფეხბურთელებთან გიწევს თამაში, პროგრესიც აუცილებლად მოვა.

„პირველი სეზონი ახალ გუნდში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია ბურთი და მოედანი ყველგან ერთნაირია, თუმცა გარემო, სიტუაცია, თანაგუნდელები და მწვრთნელი ადაპტაციაში უდიდეს როლს თამაშობს და გამიმართლა, რომ მე ამ შესანიშნავი გუნდის წევრი ვარ, რომელსაც ასეთი დიდებული მწვრთნელი ჰყავს.

„მილანის სეზონი ? ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს და ამას ჩვენ როგორც ვარჯიშებზე, ასევე მატჩებშიც ვავლენთ. ჩვენ ძალიან ერთიანი და მეგობრული შემადგენლობა გვყავს, რომელიც როსონერის წარმატებისთვის ბოლომდე იბრძვის და დაბრკოლებებს უმკლავდება.

„პიოლი ? ის ძალიან ძლიერი მწვრთნელია, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ყველაზე დიდი პლიუსი ფეხბურთელებთან სიახლოვეა. მარტივი არ არის, რომ ყველა ფეხბურთელთან საერთო ენა გამონახო, თუმცა ის ახერხებს, რომ თავისი საფეხბურთი ხედვა და ემოციები გადმოგვცეს და გვითხრას, თუ რას მოელის ჩვენგან მოედანზე.

„2 თვე სან სიროზე გამარჯვების გარეშე ? ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ და მომდევნო მატჩში ჯენოას წინააღმდეგ მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.“