Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალულუ:“ სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“

მილანის უკანახაზელმა პიერ კალულუმ Bein Sports-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მილანში ტრანსფერი ? სიმართლე რომ გითხრათ, მე მათ წინადადებას გარკვეული ეჭვით ვუყურებდი, რადგან როსონერი ბოლო პერიოდში ისეთ დონეზე ვერ იყო, როგორც გუნდი ისტორიულად არის მიჩვეული, თუმცა საბოლოოდ მათი წინადადება მივიღე და ახლა ამ გადაწყვეტილებით ბედნიერი ვარ.

„მე პირველივე დღეს გავაანალიზე, თუ რამდენად დიდ გუნდში მოვხვდი, რამდენად დიდი ენთუზიაზმი სუფევდა მილანის თითოეული წევრის გულში.

„მილანში გადმოსვლა გარკვეული რისკი იყო, თუმცა გარანტირებული სათამაშო დრო არც ლიონში მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ისტორიის მქონე გუნდში გადმოვსულიყავი, სადაც თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.

„სკუდეტო ? ინტერი ფავორიტია, მაგრამ 2 ძალიან კარგი სეზონის შემდეგ, ჩვენ საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა და ტიტულისთვის აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.“