Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კამპანიას რეგიონის გუბერნატორი:“ ანიელის განცხადება სამარცხვინოა“

კამპანიას რეგიონის გუბერნატორმა, ვინჩენცო დე ლუკამ იუვენტუსი – ნაპოლის მატჩის შემდეგ ანდრეა ანიელის სიტყვებს სამარცხვინო უწოდა.

„ჯანმრთელობის დაცვის მხრივ ფეხბურთელები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათზეც ის წესები ვრცელდება, რაც სხვებზე, ნაპოლიმ იმიტომ ვერ ითამაშა, რომ ისინი ჯანდაცვის მუშაკების მოთხოვნით კარანტინში გადაიყვანეს.

„იუვენტუსის პრეზიდენტმა კი ძალიან მოულოდნელი და სამარცხვინო განცხადება გააკეთა:“ სანამ პროტოკოლი არსებობს, ჩვენ ვალდებული ვართ სტადიონზე გამოვცხადდეთ“

„ანიელი ფეხბურთზე ძალიან შეყვარებული პიროვნებაა და ამასთან ერთად, ის ფილოსოფიც არის, ამიტომ მას არტურ შოპენჰაუერის სიტყვებს გავახსენებ:“ დიდებისთვის უნდა იბრძოლო; ღირსება საკმარისი არ არის, რომ ეს არ დაკარგო“

„მე მის ადგილას რომ ვიყო, ვიგრძნობდი, რომ სპორტული ღირსება დავკარგე.

„ჩვენ ვსაუბრობთ სპორტზე, სპორტულ ღირებულებებზე, სპორტულ ერთგულებაზე და ჩვენი მეტოქეების მიმართებაში პატივისცემის გამოხატვა გვმართებს.

„როგორ შეუძლიათ მათ ისე ისაუბრონ, თითქოს მატჩში გაიმარჯვეს, როდესაც მათი მეტოქე კარანტინში იმყოფება და კანონი მათ გამგზავრების საშუალებას არ აძლევს ?“