Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კანავარო:“ დონარუმა მომდევნო 10-15 წელი მსოფლიოს საუკეთესო კიპერი იქნება“

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ფაბიო კანავაროს აზრით, გასულ სეზონში Ballon d’Or-ი ლეო მესიმ დაიმსახურა და მისი თქმით, დონარუმა მომდევნო წლების საუკეთესო მეკარე იქნება.

„ოქროს ბურთ ? ვფიქრობ, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად რჩება, რომელსაც ბარსელონაშიც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, რის შემდეგაც არგენტინას კოპა ამერიკა მოაგებინა.

„დონარუმა ? მე ძალიან მიკვირდა, როდესაც ევროპის ჩემპიონატამდე ზოგიერთი ჯიჯოს საშუალო დოსნი კიპერად მიიჩნევდა, რადგან მას საშუალო დონის არაფერი აქვს. მისი სიმშვიდე და ცივსისხლიანობა 22 წლის ასაკში უბრალოდ გამაოგნებელია. დონარუმა მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში საუკეთესო კარის დარაჯი იქნება.

„კიელინი ? მე მას უდიდეს პატივს ვცემ და მიხარია, რომ კარიერის მიწურულს იტალიის ნაკრებთან ერთად უმნიშვნელოვანესი ტიტულის მოგება მოახერხა.

„სხვაობა ფედერიკო და ენრიკო კიეზებს შორის ? ენრიკო შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, რომელიც არასოდეს ნებდებოდა და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა. ფედერიკოს მისი ხასიათი ეტყობა, თუმცა ტექნიკურად მას მამამისზე კარგი მონაცემები აქვს და წინ შესანიშნავი კარიერა ელოდება.“