Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კანავარო:“ დღევანდელი იტალია 2006 წლის აძურის მაგონებს“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა იტალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გუნდს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ ნაკრებთან ბევრი საერთო აქვს.

„იტალიის თამაშის ყურებით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. რობერტო მანჩინიმ მოახერხა და გუნდი ერთი იდეის და მიზნის გარშემო გააერთიანა, რაც ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვებაა.

„ჩვენ ბელგიასთან ვიხილეთ გუნდი, რომელიც 2 ბურთით ლიდერობდა და კვლავ შეტევაზე ფიქრობდა, ეს კი მათ იდენტობაზე კარგად მეტყველებს.

„მსგავსება 2006 წლის ნაკრებთან ? გუნდებს შორის საკმაოდ ბევრი მსგავსებაა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ როგორც ჩვენი, ასევე ამ იტალიის უმთავრესი ძალა შეკრული და ერთი მიზნისთვის მებრძოლი კოლექტივია.

„მანჩინიმ მოახერხა და ნაკრების თითოეული წევრისგან მაქსიმუმის მიღება მოახერხა. იტალიის ფეხბურთელებს მოედანზე ყოფნა და თამაში სიამოვნებთ, რაც საბოლოოდ შედეგებზეც აისახება.“