Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კანავარო:“ ინტერის გამარჯვებულის მენტალიტეტი მათ სკუდეტოს ფავორიტებად აქცევს“

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ფაბიო კანავაროს აზრით, სკუდეტოს მთავარი ფავორიტი ინტერია და მიზნის მიღწევაში მათ მენტალობა დაეხმარებათ.

„სერია ა ძალიან დაბალანსებული და საინტერესო ჩემპიონატია, ჩვენ წინ შესანიშნავი სანახაობა გველოდება და ამ მომენტისათვის რთული სათქმელია, თუ ვინ მოახერხებს სკუდეტოს მოპოვებას, ან ოთხეულში შესვლას.

„თუმცა თუ ერთი ფავორიტის არჩევას მთხოვთ, ეს ინტერი იქნება. მათ შესანიშნავი შემადგენლობა და  გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ, რომელიც გუნდს ანტონიო კონტემ შესძინა და სწორედ ამიტომ, ისინი ფავორიტებად მიმაჩნია.“