Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კანავარო:“ ინტერი დაცვითი გუნდია ? მათ 69 გოლი აქვთ გატანილი…“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ განაცხადა, რომ ინტერი დაცვითი გუნდი არ არის და ამაზე მათ მიერ გატანილი გოლების რაოდენობა მეტყველებს.

„ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგებია. ყველა მწვრთნელს ფეხბურთისადმი ინდივიდუალური მიდგომა აქვს, ზოგს უფრო შემტევი სტილი უყვარს, ზოგიც კი უფრო ფრთხილ თამაშს ამჯობინებს.

„თუმცა იმ ხალხის არ მესმის, რომლებიც ამბობენ, რომ ინტერი დაცვითი ფილოსოფიის გუნდია. მათ მიმდინარე სერია ა-ში 69 გოლის გატანა მოახერხეს და ნერაძურისთვის ზედმეტად დაცვით გუნდის დაძახება იგივეა, რაც კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკო, რასაც ბოლო პერიოდში რატომღაც ხშირად ვისმენთ.

„სიმართლე ის არის, რომ მხოლოდ შეტევაზე ვერც ერთი გუნდი ვერ იფიქრებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გუნდებს თამაში ყოველ 3 დღეში ერთხელ უწევთ და მათ დასვენება სჭირდებათ.

„ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ სერია ა-ს გუნდებს ახალგაზრდა ტალანტების გაფორმება უჭირთ, რადგან მათ პრემიერ ლიგაში, ლა ლიგასა და პსჟ-ში გადასვლა ურჩევნიათ.

„ადრე მე მქონდა ბედნიერება, რომ დიეგო მარადონასთან ერთად მევარჯიშა და ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ მეთამაშა, როგორებიც რონალდო და ზიდანი იყვნენ.

„80-90-იან წლებში იტალიაში თამაშზე ყველა ოცნებობდა, რაც სამწუხაროდ ასე აღარ არის, მაგრამ ჩვენ განვითარების საშუალება ჯერ კიდევ გვაქვს.“