Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კანავარო:“ იტალიას რონალდუს შეჩერება შეუძლია“

მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ (იხილეთ აქ), ყველა პორტუგალია-იტალიის შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობს და თავისი აზრი ლეგენდარულმა ფაბიო კანავარომაც დააფიქსირა.

„იტალიას სანერვიულო არაფერი აქვს. ჩვენ ძლიერები ვართ, სულ ახლახანს ევროპის ჩემპიონები გავხდით და გზად მსოფლიოს საუკეთესო გუნდები დავამარცხეთ, ამიტომ მარტს ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა შევხვდეთ.

„რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ყველაფერს გააკეთებს და ჩვენ ვიცით, თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია ის, მაგრამ ბონუჩი-კიელინის დუეტმა მისი მოძრაობები კარგად იცის. კრიშტიანუ ასაკთან ერთად ისეთი მობილური აღარ არის, როგორც აქამდე იყო და ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარება.“