Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კანავარო:“ კიდევ ერთი მუნდიალის გამოტოვება კატასტროფა იქნება“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ აძურის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას მოახერხებს.

„ჩვენ ფენომენალურები ივლისში არ ვყოფილვართ და ახლა ცუდები არ ვართ, ჩვენ უბრალოდ ცუდი პერიოდი გვიდგას, რომელიც უნდა გადავლახოთ.

„შიში არსებობს, სხვაგვარად წარმოუდგენელია, რადგან კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება კატასტროფა იქნება, მაგრამ თუ იტალია მარტს ამ ფიქრებით შეხვდა, ჩვენ განწირულები ვართ.

„გუნდი ამ შეხვედრებს იმ ფიქრით უნდა შეხვეს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდებით. იმედი ამქვს, რომ იმ დროისთვის ისეთი ჩემპიონები, როგორებიც ვერატი, კიელინი, ძანიოლო, ინსინიე და სპინაცოლა არიან, სრულ მწყობრში იქნებიან.“