Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კანავარო:“ ნაპოლიმ ინსინიეს შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს“

ნაპოლის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა პაოლო კანავარომ იმედი გამოთქვა, რომ პარტენოპეი ინსინიესთან საერთო ენას გამონახავს და იტალიელი ფეხბურთელი გუნდში დარჩება.

ინსინიეს ნაპოლისთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით მხარეები ხელფასის გამო შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

„ნაპოლის თითოეულ ქომაგს იმედი გვაქვს, რომ ინსინიე გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

„ინსინიე დიდებული ფეხბურთელია და გასაკვირი არ არის, რომ მის მიმართ ინტერესს უამრავი გრანდი იჩენს, მაგრამ ლორენცო ჩვენი კაპიტანი და უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომლის შეცვლაც წასვლის შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება.“