Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კანავარო:“ პირლომ იუვეში დარჩენა დაიმსახურა…“

ლეგენდარულმა ფაბიო კანავარომ მატიას დე ლიხტის, მანუელ ლოკატელის და ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მატიასს ძალიან დიდი კრიტიკა შეხვდა, მაგრამ კანავაროს აზრით ის სწორ გზაზე დგას.

„დე ლიხტს მინდა ვუთხრა, რომ კრიტიკოსების საუბარს ყურადღება არ მიაქციოს. ის ძალიან დიდი პროფესიონალია, რომელსაც უბრალოდ ერთ მომენტში არ გაუმართლა. ზოგჯერ ხალხს მისი ასაკი ავიწყდება.

„მერწმუნეთ, დე ლიხტი სწორ ადგილას არის და ერთ დღეს ის მსფოლიოს საუკეთესო მცველი გახდება. ასაკთან ერთად ფეხბურთელს თავდაჯერებულობა ემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ლოკატელის რაც შეეხება, სასუოლოში მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და განვითარება არც ნაკრებში შეწყვიტა. ის სრულყოფილი ფეხბურთელია და თუ იუვე მის დამატებას შეძლებს, ნამდვილად არ ინანებს.

„პირლო ? ანდრეას ბოლო წუთამდე ეგონა, რომ ის გუნდში დარჩებოდა და ვფიქრობ, მან ეს დაიმსახურა კიდეც. თავის სადებიუტო სეზონში მან 2 ტიტული მოიგო და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ალეგრი შესანიშნავი სპეციალისტია, რომელიც გარკვეულ გარანტიებს იძლევა…“